უკან: ტერენტი გრანელი

თეთრი დღეები მარად ივლიან

179 ნახვა  •  1 წთ კითხვა
თეთრი დღეები მარად ივლიან
და მე ცხოვრება როგორ ვიწამე.
მაღლა ბრწყინვალე ცის დუმილია,
აქ ჟრიამუღი ისმის მიწაზე.

თეთრი დღეები მარად ივლიან
და მე სიცოცხლის აზრი ვიწამე.
მაღლა ბრწყინვალე ცის დუმილია
და ჟრიამული ისმის მიწაზე.

ტერენტი გრანელი