შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განწირული პაიკი - თავი 16 (დასასრული)

4-08-2026, 14:59
ავტორი lility
ნანახია 1 682

თავი მეთექსვმეტე - დასასრული

მარიასთან საუბრის შემდეგ თავი უსკდებოდა გიორგის ფიქრისგან. ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა, ლილის ახლა მისი დანახვა არ უნდა და პატივი უნდა ეცა მისი თხოვნისთვის... მინიმუმ ეს მაინც უნდა შეესრულებინა, მაგრამ იმ სახლში თუ დარჩა ისევ გაცივდება! თან სულ მარტოა, თავს რამე არ აუტეხოს!

რა უნდა ქნას? რომელია სწორი საქციელი? ნიკო რას იზამდა მის ადგილას? არა ბიძამისი ასეთ სიტუაციაში თავიდანვე არ ჩაიგდებდა თავს...
ამ ფიქრების ჭიდილში დაღამდა კიდეც... თორმეტს გადასცდა, მაგრამ ვერაფრით დაიძინა, ან როგორ უნდა მოეხუჭა თვალი, როცა იცოდა რომ ლილი გაყინულ კედლებში იწვა... თვითონაც არ იცის სად გამოჩხრიკა ელექტრო გამათბობელი, ამოიჩარა იღლიაში და ლილის სახლისკენ გასწია.
ნეტავ სძინავს? რა თქმა უნდა ეძინება, ღამის პირველი საათია უკვე... მის ზარს ისევ არ პასუხობს... იქნებ ჯობია კართან დაუტოვოს? მაგრამ როდის ნახავს? ამ ღამეს როგორ გადააგორებს, თან ისევ თოვლია...
ფრთხილად დააკაკუნა კარზე, შიგნიდან პასუხი არ იყო... კიდევ რამდენჯერმე სცადა დაკაკუნება. უკვე წასვლას აპირებდა როცა, რატომღაც კარის სახელური მოსინჯა. ღია იყო! წამით სიბრაზის ცეცხლი მოეკიდა გავაშელის უყურადღებობის გამო... ფრთხილი ნაბიჯით შევიდა სახლში და ზურგს უკან საკეტი გადასწია.
მისაღებში საბნების გროვას ჩაუარა და ის-ის იყო საძნებელში აპირებდა ქალის ძებნას, საბნების გროვა შეირხა და ჩუმი, ჩახლეწილი ხმით მიმართა
- ისევ მოხვედი? - გიორგის შიშისგან ლამის გული გაუსკდა
- ლილი? ვერ დაგინახე რამდენ რამეში გახვეულხარ.
- ხო ცივა - თქმა იყო და დააცემინა
- აი ისევ შეგიბრუნდა გაციება, რატომ არ გაყევი მარიას? - მიაჭრა და შუბლზე ხელი დაადო. ელექტროტალღამ დაუარა სხეულში ქალის შუბლზე მისი თითების შეხებისას.
- არ გავციებულვარ - წინადადება დასრულებული არ ჰქონდა, ისევ დააცემინა.
- არა აქ ვერ დაგტოვებ - სიტყვის თქმა დასრულებული არ ქონდა ფენა-გენა გადახადა საბნების გროვა ქალს
- რას აკეთებ
- სახლში მიმყავხარ - ხელში აიტაცა ქალი
- არა, დამსვი, მე მანდ ფეხს აღარ შემოვადგავ, ხომ გითხარი, ნუ მეხები! - ფართხალებდა ქალი
- მაშინ მარიასთან მიმყავხარ
- შუაღამეა გაგიჟდი
- მაშინ ვინმე მეგობარი, ნათესავი, არავინ არ გყავს სადაც გათბობა იქნება? - ფარხმალი დაყარა კაცმა და დივანზე ფრთხილად დააბრუნა
- არა - ჩუმად, თავჩაქინდრულმა უაპსუხა ლილიმ და საბანი კვლავ დაიფარა. გიორგის მტკიცნეულად გაჰკრა რაღაცამ გულში. კი იცოდა რომ მარტოსული იყო, მაგრამ ასეთ სრულ მარტოობასაც არ მოელოდა.
რამდენიმე უსასრულო წამი არც ერთს არაფერი უთქვამს. ორივე თავიანთ ფიქრებს წაეღო...
- ეს მაინც ჩავრთოთ - უხერხული სიჩუმე დაარღვია კაცმა და კართან დატოვებულ ელექტრო გამათბობელზე მიუთითა. ლილის პასუხს არც დალოდებია, ჩამრთველში შეაერთა და ქალის ფეხებთან მიაჩოჩა. თავად ქურთუკი არც გაუხდია, მაგრამ მაინც ძვალსა და რბილში ატანდა სიცივე.
- ლილი, შეიძლება ვისაუბროთ? - ოდნავ დაუკრა თავი ქალმა თანხმობის ნიშნად. სინამდვილეში მასაც უნდოდა გიორგისთან დალაპარაკება, მას შემდეგ რაც მარიამ მასზე მოუყვა.
- ვიცი რომ ბევრი შეცდომა დავუშვი შენთან ურთიერთობისას, რაც არ მეპატიება. შენ რომ მაპატიო, მე მაინც ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს. ისევ იმ ჭაობში ჩავეშვი, საიდანაც ძლივძლიობით ამომათრია ბიძაჩემმა. ადრე ერთ გოგოს ვხვდებოდი, რომელთანაც მეგონა მთელ ცხოვრებას გავატარებდი, მაგრამ მამაჩემის მოგზავნილი აღმოჩნდა. - ძალიან მოკლედ უყვებოდა გიორგი, მის გულში დამარხულ ყველაზე დიდ ტკივილზე. ლილის არაფერი შეუმჩნევია, მიხვდა, არ იცოდა გამრეკელმა მარიამ რომ ყველაფერი მოუყვა ქალს. - მეგონა შენც მამაჩემის მოგზავნილი ჯაშუში იყავი, აბა რა უნდა მეფიქრა - თითქოს არსაიდან დაიწყო საუბარი
- ახლა საიდან იცი რომ მამაშენის მოგზავნილი ჯაშუში არ ვარ? - გამომწვევად შეხედა სახეში ქალმა
- ახლა სულ ერთია, თუნდაც იყო... მე შენს გარეშე სუნთქვაც კი მიჭირს, გესმის? დაე იყო! არ მაინტერესებს
- მე მაინტერესებს! ასე როგორ ფიქრობ ჩემზე? ნუთუ ოდნავადაც ვერ გამიცანი? მამაშენი პირველად და უკანასკნელად იმ ღამეს ვნახე...გეკითხა, დამლაპარაკებოდი და ყველაფერს მოგიყვებოდი.
- ვცდილობდი, ლილი... არ ვიცი შენს გვერდით რა მემართებოდა, უკონტროლო ვხდებოდი, წარსულის მოგენებები ფლეშბექებად მიდგებოდა თვალწინ
- არც კი გიცდია ჩემი გაგეგო
- ვერაფრით ვერ ვხსნიდი ასეთი განსხვავებული როგორ იყავი
- განსხვავებული?
- ხო, ერთდროულად მორცხვი და
- და?
- და ისეთი ვინც ფულის გამო კაცთან დაწვა! ყოველშემთხვევაში, თანახმა იყო დაწოლილიყო.
- სხვა გზა არ დამიტოვე, შენ არ გესმოდა რომ მე არჩევანი არ მქონდა. - გიორგიმ მაშინ ეს ყველაფერი ვერ დაინახა... ვერც იმას ხვდებოდა, რომ მის წინ ქალი კი არ იდგა, რომელსაც შეეძლო თავისუფლად ეთქვა „კი“ ან „არა“, არამედ ადამიანი, რომელსაც მამის ვალი მხრებზე ლოდივით აწვა.
- როგორ არა - გაიბრძოლა კაცმა
- არ ვიცოდი თუ შემეძლო უარი მეთქვა...ვალი უნდა გადაიხადოო და - უმწეოდ გაშალა ხელები.- და შენ რატომ მაიძულე? ახლა ცდილობ ყველაფერი მე გადმომაბრალო?
- გკითხე ! - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი კაცმა.. - იმ დილით ოთახიდან გავდიოდი, და შენმა სიტყვებმა შემომატრიალა
- რა სიტყვებმა
- ვალი გადახდილიაო რომ მკითხე, მეგონა შენც მამაჩვენებისნაირი იყავი და მხოლოდ ფული გაინტერესებდა
- მე ... მე სხვანაირად ვიკითხე
- როგორც ჩანს ერთმანეთის საერთოდ არ გვესმოდა
- მართალი ხარ
- შენში ყველაფერში შევცდი ლილი...- ტკივილიანი ხმით ჩაილაპარაკა კაცმა.
ოთახი ისევ დუმილმა მოიცვა. ორი, სევდით სავსე გული აჩქარებულად ძგერდა და ბედისწერის განაჩენს ელოდა... ერთმანეთს იმაზე მეტი ატკინეს და დაუშავეს გაუცნობიერებლად, ვიდრე ისედაც ნატკენ გულებს შეეძლოთ აეტანათ.
- რაზე ფიქრობ - ამ ყველაზე უაზრო და უადგილო კითხვით, აუტანელად მტკივნეული სიჩუმის დარღვევას ეცადა კაცი
- სიმართლე რომ გითხრა არ ვიცი. ძალიან დაბნეული ვარ. ვფიქრობ რომ დრო და ერთმანეთისგან შორს ყოფნა გვჭირდება, ყველაფერი რომ გავაანალიზოთ...
- ლილი, ყველაფერს მოგცემ რასაც მთხოვ, ყველაფერს შეგისრულებ, უბრალოდ...უბრალოდ შენგან შორს ყოფნა არ მაიძულო, კარგი?
- მე არაფერს გაიძულებ, ასეა ახლა საჭირო. მე - დრო და შენ მკურნალობა გჭირდება
- შენ იქნები ჩემი წამალიც და ყველაფერიც! - ეცადა ჩაეყლაპა ის სიამაყე და თავმოყვარეობა, რაც ლილის სიტყვებმა შეულახა. მართალი იყო, მკურნალობა სჭირდებოდა, ძალიან გადაეშვა სმაში.
- არა, მე ვერ ვიქნები შენი ვერაფერი გიორგი, შემომხედე - მე თვითონ ნაწილებად ვარ ქცეული!
- შენ თუ გინდა, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ ერთად, გესმის?
- ახლა, მხოლოდ მარტო ყოფნა მინდა და ჩვენ არ ვარსებობთ. უბრალოდ ორი, მტკივნეული წარსულის მქონე ადამიანი ვართ, რომელთაც ერთმანეთს უფრო მეტი ტკივილი მიაყენეს.
- ნუთუ არაფრის გაკეთება არ შემიძლია? - ხმა აუკანკალდა კაცს
- შენ თუ იმ მართლა გაგაჩნია რაიმე გრძნობა ჩემს მიმართ, გთხოვ, ეს გაუგებრობა აქვე დავამთავროთ. დრო და სივრცე მჭირდება.
- ნუთუ ეს...ეს გაუგებრობა იყო შენთვის? ჩემი სიყვარული შენთვის გაუგებრობაა?
- თანაც ძალიან დიდი!
- გასაგებია - თავი ჩაქინდრა კაცმა.
- ამ ღამეს მაინც მომეცი უფლება შენთან დავრჩე, ბოლოჯერ...ხვალ გაზზაც ჩაგირთავენ - მცირეხნიანი დუმილით დაამატა კაცმა. ბევრი იფიქრა ლილიმ მის წინადადებაზე, არც გიორგი არ აჩქარებდა.
- კარგი, - თქვა ჩუმად, - საბნებში უნდა შემოძვრე, თორემ გაიყინები - დაამატა ბოლოს, გიორგის გალურჯებული ტუჩების შემხედვარე. ქალის ნებას დაჰყვა გამრეკელი. საბნების ქვეშ უფრო დათბა, გიორგის შემოერთების თუ საცოდავად მბჟუტავი ელექტრო გამათბობელის გამო არც ერთმა არ იცოდა, მაგრამ ფაქტი ერთია, სასწაულებრივად გადაურჩნენ ფილტვების ანთებას!
ის ღამე უკანასკნელი იყო რომელიც ერთად გაატარეს და ალბათ გადამწყვეტიც მათ ცხოვრებაში, რადგან არც ერთმა არ იცოდა რა იქნებოდა მარტო რომ გაეტარებინათ...საერთოდ შეხვდებოდნენ კი მეორე დღის მზის ამოსვლას?
გიორგიმ მანამდე დატოვა სახლი სანამ ლილი გაიღვიძებდა, პატივი სცა მის არჩევანს, რომ სივრცე სჭირდებოდა. მინიმუმ ამის გაკეთება მაინც შეეძლო ქალისთვის...ამასობაში იქნებ იმის მესედი კაცი მაინც გამხდარიყო, როგორსაც ლილი იმსახურებდა.
ლილის დააკლდა გამრეკელი დილით გვერდით, თუმცა ხვდებოდა რომ ასე სჯობდა, რომ აღარ უნდა ყოფილიყო ის სუსტი და დაუცველი გოგო, რომელსაც ვინმეს გადარჩენა და სამადლოდ გაწვდილი ხელი დასჭირდებოდა.
გადაწყვიტა რომ უნდა ეცოცხლა და ებრძოლა, უნდა შეცვლილიყო, გაძლიერებულიყო. არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვა ქალებისთვის, რომელთაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ.
დრო ელვის სისწრაფით მიქროდა, ისე გავიდა ხუთი წელი გიორგისთან უკანასკნელი შეხვედრიდან, თითქოს გუშინ ყოფილიყო მათი საუბარი. ლილიმ ცხოვრება თავიდან დაიწყო. სულ მარტომ, თუმცა სრულიად შეცვლილმა. პირველ რიგში სახლი გაყიდა, ის სადაც ერთი დღეც არ უგრძვნია თავი დაცულად და რომელიც მის ამდენ ტკივილიან მოგონებას ინახავდა.
აღმოჩნდა რომ მის სახელზე იყო და ამიტომაც ვერ გაყიდა აქამდე გივიმ. საბუთები სამედიცინოდან იურიდიულზე გადაიტანა და წარმატებით დაამთავრა კიდეც. მეოთხე კურსიდან სტაჟირება, შემდეგ კი სამსახურიც დაიწყო იურისტად ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ ფირმაში. მუშაობა და შრომა არ ეზარებოდა, შესაბამისად უფასდებოდა კიდეც.
გიორგიმ პირობა შეასრულა, არ ერეოდა მის ცხოვრებაში, არ აწუხებდა ზედმეტად. ფიქრობდა, რომ როცა მზად იქნებოდა და თუ ენდომებოდა ლილი თავად მიაწვდენდა ხმას. ამის მიუხედავად მარტო არ დაუტოვებია, გავაშელიც მუდმივად გრძნობდა მის არსებობას. ყოველ დაბადების და ქალთა დღეს ლილიების დიდი თაიგული ელოდა ხოლმე კარის წინ, სადაც არ უნდა ყოფილიყო. არც უნივერსიტეტის დამთავრება, ახალი წელი თუ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება არ დარჩენილა კაცის მხრიდან უყურადღებოდ. არც გივი და არც გივის სხვა მევალეები გამოჩენილან ქალის ცხოვრებაში და ამისთვისაც მადლიერი იყო გიორგისა.
მართალია წლები გავიდა და იმ ზამთრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ქალაქიც შეიცვალა და ადამიანებიც, მაგრამ ზოგიერთ მოგონებას მაინც არ შეხებია დროის დინება. ლილისთვის ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი დაევიწყებინა. დაივიწყებდა კი ყველაფერს ბოლომდე?
ალბათ, ზოგი ტკივილი დროს არ ემორჩილება, უბრალოდ, როგორც ჭრილობა, შეხორცების შემდეგ თანდათან უფერულდება, თუმცა სხეულს მისი კვალი მთელი სიცოცხლე ატყვია.
ლილიმ ისწავლა ცხოვრება გიორგის გარეშე. ისევ გაიღიმა, ისევ შეძლო წიგნის წაკითხვა ისე, რომ ყოველ გვერდზე იმ ღამეს არ დაბრუნებოდა გონებით. მაგრამ სადღაც ღრმად, გულში, მაინც დარჩა კითხვა — რატომ მოხდა ეს ყველაფერი?
გაზაფხული უკვე ახლოს იყო.
ქალაქს ზამთრის სიმკაცრე ნელ-ნელა მოშორებოდა. თოვლისგან მხოლოდ პატარა, ნაცრისფერი გროვები დარჩენილიყო ქუჩის კუთხეებში, ჰაერში კი პირველად იგრძნობოდა სითბო.
ლილისთვის ჩვეულებრივი სამუშაო, ორშაბათი დღე იყო. ოფისში შესვლისას უფროსმა დაიბარა ოთახში. ნეტა მშვიდობაა? რამე ხომ არ შეეშალა?
- ლილი - შესვლისთანავე მიესალმა 40 წელს მიტანებული, სიმპატიური კაცი
- გამარჯობა ბატონო ლაშა, მეძებდით?
- კი, ნათია არის ცუდად, ისევ ვერ გამოკეთდა, დღეს კი ახალ კლიენტთან ჰქონდა შეხვედრა. მე ვერ ვახერხებ, პროცესები მაქვს, შეგიძლია მის გარეშე წახვიდე?
- კი რა პრობლემაა, მაგრამ ხომ იცით მე სისხლის სამართლის სამქმეებზე ვმუშაობ და ნათიას პორტფელი სამოქალაქოა
- აბა ეგ როგორ არ ვიცი? - გულიანად გაეცინა კაცს - უბრალოდ სხვას არავის სცალია დღეს და თან ჭკვიანი გოგო ხარ, დარწმუნებული ვარ თავს გაართმევ, აბა ლიცენზია საერთო სპეციალიზაციით ტყუილად გაქვს აღებული? თუ ირაკლიმ დროზე ადრე დაამთავრა პორცესი, ისიც შემოგიერთდება.
- კი ბატონო, მაქსიმალურად ვეცდები კარგად ჩაიაროს. ვინ არის კლიენტი?
- რაღაც საბავშო რაგბის კლუბია, ახლა ყალიბდება და საწესდებო დოკუმენტების მოწესრიგებაში სჭირდება დახმარება, რთული არ უნდა იყოს.
- კარგით, რომელ საათზეა შეხვედრა?
- 11-ზეა, უკვე უნდა დაიძრე, მისამართი იცის მძღოლმა და მიგიყვანს. საჭირო საბუთები ნათიას მაგიდაზეა, გზაში გადაავლებ თვალს.
- კარგი, წავალ უკვე მაშინ.
- აბა შენ იცი, გამაგებინე რას იზამთ.
- აუცილებლად.
სწრაფად დაავლო ხელი საბუთებს და ოფისიდან გავიდა. გზაში ვერ კითხულობდა, ყოველთვის გული ერეოდა, მაგრამ თქმა ვერ გაუბედა უფროსს. არაუშავს, ადგილზე გაერკვეოდა, რა უნდა ყოფილიყო ისეთი?
მანქანა გარეუბანში, პატარა რაგბის სტადიონის გვერდით გაჩერდა. ლილი სტადიონის გვერდით მდებარე ერთსართულიანი შენობისკენ დაიძრა და ფრთხილად შეაღო შენობის კარი.
მისაღებში არავინ იყო, ალბათ ჯერ კიდევ ადრეა. ოფისი სადად და მყუდროდ იყო მოწყობილი, აშკარად ცოტა ხნის წინ გაერემონტებინათ. მოსაცდელში განთავსებული სკამებიდან ერთ-ერთზე ჩამოჯდა, იქნებ სანამ ვინმე გამოვიდოდა მოესწრო დოკუმენტების წაკითხვა.
მზერა პირველივე გვერდზე დაწერილ, დამფუძნებლის სახელზე და გვარზე გაუშტერდა
- გიორგი გამრეკელი
რა? ეს შეუძლებელია. სხვა იქნება, რამდენი გიორგია საქართველოში, არც გამრეკელია პატარა გვარი... გული ლამის საგულედან ამოხტომოდა, ამდენი წელი, ამდენი ხნის შემდეგ ასე უნდა შეხვედროდა?
- ქალბატონო ნათია? - ფიქრებიდან მამაკაცის ხმამ გამოაფხიზლა - გამარჯობა
- გამარჯობა - ნელა, შიშით ახედა კაცს და შვებიბით ამოისუნთქა, როცა მის ადგილას ორმოცდაათწელს მიტანებული, საკმაოდ სიმპატიური და მაღალი მამაკაცი დალანდა. - მე ნათია არ ვარ, ლილი გავაშელი გახლავართ, მოსვლა ვერ მოახერხა და მე დავესწრები შეხვედრას, თუ წინააღმდეგი არ ხართ. სამწუხაროდ, ფორსმაჟორული სიტუაცია იყო და წინასწარ ვერ გაგაფრთხილეთ, ბოდიშს გიხდით.
- არა რა თქმა უნდა, რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი? მთავარია საქმე გაკეთდეს არა? - მთელი სახით, თბილად გაუცინა კაცმა - აქეთ მობრძანდით - შეხვედრების ოთახისკენ გაუძღვა კაცი.
- ალბათ აგიხსნათ ხომ ნათიამ საქმის ვითარება?
- საწესდებო დოკუმენტაციის მოწესრიგება გსურთ ხომ? თუმცა მირჩევნია თქვენგან გავიგო დეტალები
- კი საწესდებო დოკუმენტებიც და არა მარტო. იცით, მე და ჩემმა ძმიშვილმა ახლახანს დავიწყეთ ეს საქმიანობა და კომპანიაც დღეებს ითვლის. თითქმის ყველა იურიდიულ საკითხში გვჭირდება დახმარება, თანამშრომლების ხელშეკრულებებით დაწყებული, შესყიდვების კონტრაქტებით დამთავრებული
- გასაგებია ბატონო გიორგი, დარწმუნებული ვარ ჩვენი იურიდიული ფირმა შეძლებს თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას
- მე გიორგი არ ვარ, ქალბატონო ლილი, მე ნიკოლოზი ვარ, გიორგი ჩემი ძმიშვილია აი ისიც - სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა რომ ოთახში ნაცნობი ფიგურა შემოვიდა. ქალი ინსტიქტურად ფეხზე წამოიჭრა. ნიკოლოზმა გაკვირვებული მზერა მოავლო ჯერ ლილის, შემდეგ - გიორგის.
გიორგიც ადგილზე მიელურსმნა, გაიყინა, აშკარად არ ელოდა აქ მის ნახვას, ამდენი წლის შემდეგ... აღარ იყო გავაშელი ის პატარა, შეშინებული და გამოუცდელი გოგო. მის წინ თავდაჯერებული, შემდგარი ქალი იდგა. ოთახში რამდენიმე წუთიანი დუმილი ჩამოვარდა, რომელიც ნიკოლოზმა დაარღვია
- გიორგი, ეს ლილი გავაშელია, ქალბატონი ნათიას ნაცვლად გამოაგზავნეს იურიდიული ფირმიდან, აი ოთხშაბათს რომ გიყვებოდი. ლილი, ეს გიორგია, ჩემი პარტნიორი ამ საქმეში და ძმიშვილი. უფრო მე ვარ მისი პარტიორი, თვითონ უნდა გაუძღვეს ამ კომპანიას - დაამატა ღიმილით.
- გამარჯობა ქალბატონო ლილი - კარიდან დაიძრა და ხელი გამოუწოდა ქალს გიორგიმ.
- გამარჯობა - ფრთხილად თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა ქალმა და გაწვდილი ხელი ჩამოართვა.

№1  offline წევრი lility

მეგობრებო, თქვენც რომ არ დაგტანჯოთ და მეც არ დავიტანჯო გადავწყვიტე ეს ისტორია აქ დამემთავერებინა. ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის, მოლიდინისთვის და მოტივაციისთვის. არ მეგონა ჩემი პირველი წერის მცდელობა ამდენ მოწონებას თუ დაიმსახურებდა გულწრფელად და მართლა უზომოდ მადლობელი ვარ. მინდოდა ეს ისტორია ყოფილიყო დამოკიდებულების გამო დანგრეულ და გაწირულ ადამიანებზე, შიშზე, უნდობლობაზე, შეცდომაზე და რაღა თქმა უნდა სიყვარულზე, რომელიც ყველაზე მოულოდნელ დროს გვეწვევა ხოლმე. სამწუხაროდ მეც მყავს დამოკიდებული ოჯახის წევრი და იყო ურთულესი ჩემი ოჯახისთვის ასეთი ადამიანის გვერდით ცხოვრება. არ ვიცი რამდენად გამოვიდა და რამდენად გავამართლე თქვენი იმედები! დიდი მადლობა თქვენი ძვირფასი დრო რომ დათმეთ ამ ისტორიის წაკითხვისთვის. დიდი მადლობა საინტერესო დისკუსიებისთვის და კომენტარებში გამოხატული სითბოსთვის. და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა დოლჩე ვიტას, რომელიც პირველივე დღიდან აქტიურად მამხნევებდა და მიჭერდა მხარს !

№2 სტუმარი ჰოო

დიდი მადლობა ავტორს საინტერესო ისტორიისთვის. კარგი იყო, დამაფიქრებელი.
ველოდებით სხვა ისტორიებს 😉

№3  offline წევრი lility

ჰოო
დიდი მადლობა ავტორს საინტერესო ისტორიისთვის. კარგი იყო, დამაფიქრებელი.
ველოდებით სხვა ისტორიებს 😉

მადლობა თქვენ ინტერესისთვის <3

№4 სტუმარი სტუმარი გვანცა

იცით დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩაარ მეყო,, სულ სხვანაირად დაიწყო და დასასრულიც გაურკვეველი აქვსს. სამწუხაროა. აღარ ვაპირებ თქვენი შემდეგი ისტორიის წაკითზხვას, მეგონა რომ უფრო მეტი ნებისყოფა გექნებოდათ და გვცემდით პატივს მკითხველს ბოლომდე

№5  offline წევრი lility

სტუმარი გვანცა
იცით დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩაარ მეყო,, სულ სხვანაირად დაიწყო და დასასრულიც გაურკვეველი აქვსს. სამწუხაროა. აღარ ვაპირებ თქვენი შემდეგი ისტორიის წაკითზხვას, მეგონა რომ უფრო მეტი ნებისყოფა გექნებოდათ და გვცემდით პატივს მკითხველს ბოლომდე

თქვენი არჩევანია

№6 სტუმარი სტუმარი გვანცა

მე ბოლომდე მოგყვებოდით. გიწერდით ოამრავ სხვადასხვა კომენტსრებს, რომ გსმემხნევებინეთ და ფიდი აუდიტორია გყოლოდათ, მაგრამ მივხვდი რომ ვერ განვითარდით და შევცდი

№7 სტუმარი სტუმარი ნინი

კარგი რა :( ძაან კარგად მიდიოდი რატომ დაასრელე ესე საჩქაროდ ? ძაან კარგი ისტორია იყო დასაწყისიდან გგულშემატკივრობდი... მაგრამ მაინც მადლობა .

№8  offline წევრი La dolce vita

აი, ახლა კი ჩემს აზრს ბოლომდე გეტყვი.

მოკლედ, ვიცოდი და ვგრძნობდი, რომ სიუჟეტს ზუსტად ისე წაიყვანდი, როგორც მე ვფიქრობდი, და არც შევმცდარვარ — ჩემმა ალღომ არ მიღალატა. ძალიან მიხარია, რომ მათ დრო მიეცი, ერთმანეთის გარეშე ეცხოვრათ.

შეიძლება ზოგს გული დასწყდეს, რომ მაინცდამაინც რომანტიკული დასასრული არ ჰქონდა, მაგრამ, ავტორო, მინდა გითხრა, რომ ძალიან სწორად მოიქეცი. არ გადაუხვიე შენს ჩანაფიქრს და ბოლომდე ლოგიკურად მიჰყევი ისტორიას.

როგორც წინა კომენტარებშიც ვახსენე, სიყვარული ყოველთვის არ არის გადარჩენის გზა — ზოგჯერ ის შეიძლება დამღუპველიც აღმოჩნდეს. როცა ორი ადამიანი წარსულის შხამით, მძიმე ტრავმებითა და ღრმა ტკივილით არიან სავსე, ზოგჯერ საუკეთესო გამოსავალი უბრალოდ წასვლაა. არა იმიტომ, რომ ერთმანეთი აღარ უყვართ, არამედ იმიტომ, რომ ასეა საჭირო — საკუთარი თავის გადასარჩენად და ყველაფრის გასააზრებლად.

ძალიან სწორად გაუსვი ხაზი იმასაც, რომ ზოგიერთი რამ უბრალოდ ვერასდროს დაგავიწყდება, რადგან ის იმდენად ძლიერ ტკივილს გვაყენებს, რომ სამუდამოდ იჭრება ჩვენს სულში.

ასევე, სწორი გადაწყვეტილება იყო იმის ჩვენება, რომ გიორგის აუცილებლად სჭირდებოდა მკურნალობა ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო — რეაბილიტაცია აუცილებელი იყო. ლილისთვისაც აუცილებელი აღმოჩნდა გიორგისგან შორს ყოფნა, რათა საბოლოოდ იმ ძლიერ ქალად ქცეულიყო, როგორიც ბოლოს ვიხილეთ. ცხოვრებამ ის ვერ გატეხა — პირიქით, გააძლიერა.

მართალია, ბოლო თავში რამდენიმე დეტალი დამაკლდა, მაგრამ საბოლოო ჯამში კმაყოფილი დავრჩი. ზუსტად მიიტანე სათქმელი და ბოლომდე ერთგული დარჩი შენი ჩანაფიქრის.

ეს იყო ამბავი ორ დაჭრილ და ტრავმირებულ ადამიანზე, რომლებმაც ძალიან მძიმე ცხოვრება გამოიარეს. მე ამ ისტორიას რეალისტურად ვუყურებდი, ყოველგვარი ვარდისფერი სათვალის გარეშე.

ველოდები შენს მომდევნო, კიდევ უფრო დახვეწილ და საინტერესო ისტორიებს. ულევ წარმატებებს გისურვებ! ❤️

№9 სტუმარი ჰოო

La dolce vita

🖒როგორც ყოველთვის რეალური კომენტარი. გეთანხმებით ყველაფერში.
დავამატებ მხოლოდ იმას რომ უვარგისი მამის ყოლას ჯობია სულ არ ყავდეს ადამანს.
და რა თქმა უნდა დრო უნდა ადამიანს რომ ყველაფერი ,,გადახარშოს"
ლილიმ სახლი რომ გაყიდა ესეც სწორი იყო. ძნელია ცხოვრება იქ, სადაც ყოველი წუთი მხოლოდ ტანჯვას გახსენებს.
წარსული ტვირთია რომელიც ადამიანმა უნდა ატაროს ცხოვრების ბოლომდე დღემდე. (იმიტომაც იყო რომ ნატანჯ ადამიანებს უხაროდათ ამ პლანეტიდან გასვლა, მაგათთვის გარდაცვალება იყო ნეტარება)
და რა თქმა უნდა არის ჭრილობები რომლებიც არ ხორცდება, დრო არ შველის.
როგორც თეფში რომ გატყდება, მერე რაც არ უნდა აწებო, ნაწიბური მაინც რჩება. (გატეხილი გატეხილია)
პ.ს. არც იმის მჯერა რომ ,,რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია", ეს მხოლოდ სიმღერებში, ცხოვრება უფრო მკაცრი და სასტიკია, (ხალხია ასეთი და იმიტომ)

№10  offline წევრი La dolce vita

გეთანხმებით, ყველაფერში აბსოლუტურად მართალი ხართ. ისეთი მამის ყოლა, როგორიც ერთსაც ჰყავდა და მეორესაც, ნამდვილი სასჯელი და ტანჯვაა. მამა, რომელიც საკუთარ შვილს ასე უმოწყალოდ ექცევა, არაფრად აგდებს და საკუთარი ვალების სანაცვლოდ ყიდის, არაკაცი და ნაძირალაა.

ის სახლიც, რომელშიც ლილი ცხოვრობდა, მისთვის მუდმივად მძიმე მოგონებების წყარო იქნებოდა და ყოველ ნაბიჯზე შეახსენებდა ყველაფერს, რაც გამოიარა. ამიტომ ძალიან სწორად მოიქცა, რომ გაყიდა ის სახლი და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყო.

ლილის პერსონაჟი, თავის მხრივ, ძალიან ძლიერი ნებისყოფისა და ხასიათის იყო. მიუხედავად ამდენი ტანჯვისა, არ გაბოროტდა და საკუთარი სახე და ადამიანობა შეინარჩუნა.

რაც შეეხება გიორგის, სამწუხაროდ, მას არ აღმოაჩნდა ის სულიერი სიმტკიცე და ნებისყოფა, რომელიც ამ მძიმე წნეხის დასაძლევად იყო საჭირო. მუდმივად ეჭვებში ცხოვრობდა და სწორედ ამიტომ ვერც ლილის ნამდვილი შეცნობა და გაგება შეძლო. მათ შორის თითქოს უხილავი ბარიერი არსებობდა, რომელიც გაუგებრობებს წარმოშობდა და ორივეს ტკივილს აყენებდა.

ზუსტად ასეა — თუ ერთხელ გული ძალიან გატკინეს, მისი სრულად გამთელება თითქმის შეუძლებელია. რაც არ უნდა ეცადო, ბზარები მაინც რჩება და ის ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო.

ეჰ... სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ლამაზი ფრაზაა, რომ სიყვარული ყველაფერს კურნავს. რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი გაცილებით რთულია, რადგან ცხოვრება ხშირად ძალიან სასტიკია.

№11 სტუმარი სტუმარი მარიამი

ეს ის დასასრული იყო რაც უნდა ყოფილიყო , ლილის უნდა ეცხოვრა დამოუკიდებლად რომ გამხდარიყო ის ძლიერი ვინც ბოლოს გახდა . კარგი იყო ნამდვილად , მეორე ნაწილი მინდა ♥️

№12 სტუმარი სტუმარი ლიაკო

ძალიან კარგი იყო. მეორე ნაწილიც დაწერეთ, გთხოოვთ. პასუხი მოგვწერეთ. გელოდებით, ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ და გწლოდებით

№13  offline წევრი lility

სტუმარი ლიაკო
ძალიან კარგი იყო. მეორე ნაწილიც დაწერეთ, გთხოოვთ. პასუხი მოგვწერეთ. გელოდებით, ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ და გწლოდებით

დიდი მადლობა ლიაკო <3

№14  offline წევრი lility

სტუმარი მარიამი
ეს ის დასასრული იყო რაც უნდა ყოფილიყო , ლილის უნდა ეცხოვრა დამოუკიდებლად რომ გამხდარიყო ის ძლიერი ვინც ბოლოს გახდა . კარგი იყო ნამდვილად , მეორე ნაწილი მინდა ♥️

მადლობა მარიამ, მიხარია რომ მოგეწონათ <3

№15  offline წევრი lility

La dolce vita
აი, ახლა კი ჩემს აზრს ბოლომდე გეტყვი.

მოკლედ, ვიცოდი და ვგრძნობდი, რომ სიუჟეტს ზუსტად ისე წაიყვანდი, როგორც მე ვფიქრობდი, და არც შევმცდარვარ — ჩემმა ალღომ არ მიღალატა. ძალიან მიხარია, რომ მათ დრო მიეცი, ერთმანეთის გარეშე ეცხოვრათ.

შეიძლება ზოგს გული დასწყდეს, რომ მაინცდამაინც რომანტიკული დასასრული არ ჰქონდა, მაგრამ, ავტორო, მინდა გითხრა, რომ ძალიან სწორად მოიქეცი. არ გადაუხვიე შენს ჩანაფიქრს და ბოლომდე ლოგიკურად მიჰყევი ისტორიას.

როგორც წინა კომენტარებშიც ვახსენე, სიყვარული ყოველთვის არ არის გადარჩენის გზა — ზოგჯერ ის შეიძლება დამღუპველიც აღმოჩნდეს. როცა ორი ადამიანი წარსულის შხამით, მძიმე ტრავმებითა და ღრმა ტკივილით არიან სავსე, ზოგჯერ საუკეთესო გამოსავალი უბრალოდ წასვლაა. არა იმიტომ, რომ ერთმანეთი აღარ უყვართ, არამედ იმიტომ, რომ ასეა საჭირო — საკუთარი თავის გადასარჩენად და ყველაფრის გასააზრებლად.

ძალიან სწორად გაუსვი ხაზი იმასაც, რომ ზოგიერთი რამ უბრალოდ ვერასდროს დაგავიწყდება, რადგან ის იმდენად ძლიერ ტკივილს გვაყენებს, რომ სამუდამოდ იჭრება ჩვენს სულში.

ასევე, სწორი გადაწყვეტილება იყო იმის ჩვენება, რომ გიორგის აუცილებლად სჭირდებოდა მკურნალობა ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო — რეაბილიტაცია აუცილებელი იყო. ლილისთვისაც აუცილებელი აღმოჩნდა გიორგისგან შორს ყოფნა, რათა საბოლოოდ იმ ძლიერ ქალად ქცეულიყო, როგორიც ბოლოს ვიხილეთ. ცხოვრებამ ის ვერ გატეხა — პირიქით, გააძლიერა.

მართალია, ბოლო თავში რამდენიმე დეტალი დამაკლდა, მაგრამ საბოლოო ჯამში კმაყოფილი დავრჩი. ზუსტად მიიტანე სათქმელი და ბოლომდე ერთგული დარჩი შენი ჩანაფიქრის.

ეს იყო ამბავი ორ დაჭრილ და ტრავმირებულ ადამიანზე, რომლებმაც ძალიან მძიმე ცხოვრება გამოიარეს. მე ამ ისტორიას რეალისტურად ვუყურებდი, ყოველგვარი ვარდისფერი სათვალის გარეშე.

ველოდები შენს მომდევნო, კიდევ უფრო დახვეწილ და საინტერესო ისტორიებს. ულევ წარმატებებს გისურვებ! ❤️

დიდი მადლობა, მეც წარმატებებს გისურვებთ <3

№16  offline წევრი lility

სტუმარი ნინი
კარგი რა :( ძაან კარგად მიდიოდი რატომ დაასრელე ესე საჩქაროდ ? ძაან კარგი ისტორია იყო დასაწყისიდან გგულშემატკივრობდი... მაგრამ მაინც მადლობა .

ძალიან ძნელი აღმოჩნდა ჩემთვის თავების გამოქვეყნების წნეხი. მადლობა გულშემატკივრობისთვის ნინი <3

№17 სტუმარი სტუმარი ნინო

გაგრძელებას აღარ ფიქრობთ? კარგი იქნებოდა მეორე ნაწილი

№18 სტუმარი სტუმარი ნინო

მწერალო დაგვიწერეთ თქვენი სა ბოლო ო პასუხი გვქონდესთუ არა იმედი რომ დაწერთ ამ ისტორიის მეორე ნაწილს, წერტილი. წარმატებები

№19 სტუმარი სტუმარი ნინო

პასუხს ველით მწერალო

№20  offline წევრი lility

სტუმარი ნინო
პასუხს ველით მწერალო

ვერ გეტყვით, თუ გადავწყვეტ დაწერას ალბათ ერთიანად გამოვაქვეყნებ და არა თავებად. მადლობა ინტერესისთვის <3

№21  offline წევრი Kete-One

სალამი, პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ, საკმაოდ შთამბეჭდავი პირველი სიტყვაა დასაწყისისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი "ცოტა" ნაცნობია, ძალიან გამართულად და დახვეწილად გაქვთ გადმოცემული. მკითხველისთვის ფუფუნებაა გამართულად დაწერილი ისტორიების კითხვა. ჩემთვის როგორც ერთი ჩვეულებრივი გოგოსთვის მიუღებელია მსგავსი საქციელი ოდესმე კაცს ვაპატიო რაც სიუჟეტშია აღწერილი, მაგრამ აქვე იმასაც ვიტყვი, რომ საკუთარმა მშობელმა არ დაინდო, რაზეც სულ სხვა რეაგირება ჰქონდა მისთვის სრულიად უცხო ადამიანს, რომელმაც არ გაწირა, მისთვის საჩუქრად მირთვეული გოგონა.აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ძალიან კარგად წერთ, სასიამოვნოდ საკითხავია ისტორია, სადაც იგრძნობა, რომ მწერალმა ბევრი იფიქრა როგორ მოეტანა მკითხველამდე ისტორია, თავისი გამართული წერის მანერით და ასევე, ნაწერშივე იგრძნობა თქვენი მრავალმხრივი ინტელექტუალური შესაძლებლობები. წარმატება მინდა გისურვოთ, არ გაჩერდეთ და მკითხველი გაანებივრეთ ბევრი კარგი ისტორიით.

№22  offline წევრი lility

Kete-One

ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი შეფასებისთვის <3

№23 სტუმარი სტუმარი მარი

ბოლობოლო აგრძელებთთუ არა

№24 სტუმარი სტუმარი სტუმარი

ავტორო, გთხოვთ ან ეს ისტორია გააგრძელეთ, ან ახლი ისტორიები დაწერეთ, ასეთივე საინტერესო და დამაფიქრებელი,
ნუ დაგვტოვებთ უყურადღებოდ, 😊

№25  offline წევრი lility

სტუმარი მარი
ბოლობოლო აგრძელებთთუ არა

მარი, ზემოთაც ვუპასუხე კომენტარს. ეს ისტორია აქ დასრულდა, არ ვიცი მეორე ნაწილს დავწერ თუ არა და თუ დავწერ ერთიანად გამოვაქვეყნებ და არა თავებად. მადლობა

№26  offline წევრი lility

სტუმარი სტუმარი
ავტორო, გთხოვთ ან ეს ისტორია გააგრძელეთ, ან ახლი ისტორიები დაწერეთ, ასეთივე საინტერესო და დამაფიქრებელი,
ნუ დაგვტოვებთ უყურადღებოდ, 😊

მადლობა, ვეცდები ყველანაირად <3

№27 სტუმარი სტუმარი მაკო

ძალიან მომეწონა თუმცა ასეთი რომანს ასეთი მშრალი დასასრული არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჰქონდეს ᲐᲚᲘᲐᲜ გთხოვთ ამას მოიფიქროთ მეორე ნაწილიც ❤️🥰

№28 სტუმარი marika

ასეთ სასწაულს ისტორიას ფინალი ასეთი მიფუჩეჩებული რომ აქვს ძალიან ცუდია.ძალიან ვისიამოვნე ბოლო ნაწილამდე...

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent